ჩვენ შესახებ

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალ პროგრამას, რომლის მიზანია კომპანიების და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის ამაღლება და ციფრული ეკონომიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა.

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის (ბანკი) მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის (GENIE) პროექტისთვის 23,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) და ფიზიკური პირების ინოვაციური საქმიანობის გაზრდა და მათი მონაწილეობის დონის ამაღლება ციფრულ ეკონომიკაში.

პროექტის კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (MoESD) ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ, საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების შრომის ბაზრის შესახებ, აჩვენა რომ ICT სამუშაო ძალა არ არის საკმარისად კვალიფიციური ეროვნული და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. GENIE პროექტი მიზნად ისახავს კოლაბორაციული უნარების სტრატეგიის დანერგვას საქართველოს მოქალაქეებისთვის ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად, ქვეყნის ეკონომიკური და ციფრული სტრატეგიების შესაბამისად. GENIE პროექტის ფარგლებში, ICT ტრენინგების პროგრამა დაიწყება საპილოტე ეტაპით, რომლის ფარგლებშიც 500 IT სპეციალისტის გადამზადდება, რასაც მოჰყვება უფრო მასშტაბური ეტაპი – დამატებით 2500 IT სპეციალისტის დატრენინგება. მთლიანობაში, მთელი პროგრამის ფარგლებში, 2023 წლისთვის, 3000 IT სპეციალისტი გადამზადეება.

პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ, რაც ნიშნავს, რომ შერჩეული მონაწილეებისთვის, ტრენინგი და საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდა იქნება სრულიად უფასო.

book

ისწავლე

certificate

მიიღე სერთიფიკატი

free

უფასოდ

500 IT სპეციალისტის გადამზადებას, საპილოტე ეტაპზე, უზრუნველყოფს New Horizons Bulgaria და Space Cad.

New Horizons Bulgaria Logo

New Horizons Bulgaria – 18 წელზე მეტია, რაც მოღვაწეობს ბულგარეთის ბაზარზე როგორც IT და ბიზნეს ტრენინგების ავტორიტეტული პროვაიდერი და ფლობს არაერთ პრესტიჟულ ჯილდოს IT ინდუსტრიაში. იგი არის მსოფლიოს უდიდესი დამოუკიდებელი IT სასწავლო ცენტრის – New Horizons Computer Learning Centers – ის წევრი, რომელიც 38 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონზე მეტი სტუდენტი ჰყავს.


Space Cad Logo

Space Cad სპეციალიზირებულია CAD/CAM/CAE და სამრეწველო სახის გადაწყვეტილებებში 1996 წლიდან. Space Cad-ს დატრენინგებული ჰყავს 250-ზე მეტი კომპანია და 1200-ზე მეტი სტუდენტი და პედაგოგი ბულგარეთის ყველა ტექნიკური უნივერსიტეტიდან.


დაგვიკავშირდით:

gita@newhorizons.bg
ტრენინგები წარიმართება ონლაინ რეჟიმში