როგორ გავაკეთოთ განაცხადი

ტრენინგისთვის განაცხადის წარდგენის პროცესი შემდეგი ეტაპებისგან შედგება:


1. გაეცანით ხელშეკრულებას. შერჩევის შემთხვევაში, ტრენინგების გავლამდე, საჭიროა ხელი მოაწეროთ მას.

ჩამოტვირთეთ ხელშეკრულება

2. გაგზავნეთ თქვენი განაცხადი.

განაცხადის გაგზავნა მოიცავს CV-ს (შეგიძლიათ ატვირთოთ არსებული CV ან შეავსოთ მოცემული ფორმა) და ტესტირებას.
CV უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:


3. თქვენს CV–ს განიხილავს კარიერული მრჩეველი და HR რეკრუიტერების გუნდი.

შემდეგ ეტაპებზე გადასასვლელად შეირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც მიჩნეულ იქნებიან როგორც ყველაზე შესაფერისი კანდიდატები ტრენინგისთვის.

Download Selection Process


4. თქვენი პირადი პროფილი.

განაცხადის გაგზავნისას, bestinskill.com-ზე შეიქმნება თქვენი პირადი პროფილი და მიიღებთ დამადასტურებელ წერილს (ელ-ფოსტა გამოიგზავნება შემდეგი მისამართიდან: dpo@bestinskill.com სათაურით: "თქვენი განაცხადი წარმატებით იქნა მიღებული").

დარეგისტრირების შემდეგ, შეძლებთ მართოთ საკუთარი მონაცემები და კონფიდენციალურობის პარამეტრები. აქვე იხილავთ ინფორმაციას თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადის სტატუსის შესახებ კურსზე, რომელიც აირჩიეთ. ასევე, ნახავთ თქვენს შეფასებას და რეიტინგს არსებულ კანდიდატებში.


5. სტუდენტთა ჩარიცხვის პროცედურები:

  1. სტუდენტები აკეთებენ განაცხადს სასურველი ტრენინგისთვის - 2020 წლის 11 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე.
  2. კარიერული მრჩეველი და ადამიანური რესურსების მართვის გუნდთან ერთად განიხილავს წარდგენილ განაცხადებს და ადგენს კანდიდატთა მოკლე სიას, რის შემდეგაც საუკეთესო კანდიდატებს დაუკავშირდებიან შეკითხვებით / დაუნიშნავენ ონლაინ შეხვედრებს.
  3. კარიერული მრჩეველი ამზადებს შესაფერისი კანდიდატების ჩამონათვალს - 500 საუკეთესო + 10% რეზერვის სახით, რაც უზრუნველყოფს რომ ტრენინგებში საკმარისი ოდენობის სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას, რომელიმე კანდიდატის გამოუცხადებლობის ან საგანგებო ვითარების შემთხვევაში.
  4. ტრენინგ პროვაიდერი შესაბამის კანდიდატთა სიას უგზავნის GITA–ს დასამტკიცებლად და სტუდენტებთან ხელშეკრულების გასაფორმებლად.
  5. GITA უკავშირდება კანდიდატებს, რომლებიც შემდეგ აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას GITA– სთან.
  6. GITA ტრენინგ პროვაიდერს აწვდის დამტკიცებული კანდიდატების ჩამონათვალს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას.
  7. GITA და ტრენინგ პროვაიდერი განიხილავენ კანდიდატების სიას თითოეულ ტრენინგთან დაკავშირებით და ადგენენ დამტკიცებული კანდიდატების საბოლოო სიას.
  8. GITA აფორმებს ხელშეკრულებებს საბოლოო სიაში მითითებულ (დამტკიცებულ) კანდიდატებთან. ტრენინგ პროვაიდერი ადგენს რეზერვს (ე.წ. მოსაცდელთა სიას) იმ კანდიდატებით, რომელიც ვერ მოხვდნენ პირველ ნაკადში.
  9. ტრენინგ პროვაიდერი სტუდენტებს (საბოლოო სიიდან) ჩარიცხავს სასწავლო კურსებზე და უგზავნის მათ მისასალმებელ წერილებს, დეტალური ინსტრუქციებით.
  10. ტრენინგის დროს სტუდენტებს აქვთ წვდომა კარიერულ მრჩევლის მუდმივ მხარდაჭერაზე Microsoft Teams–ის სპეციალური კარიერული პორტალიდან.
  11. . სასერთიფიკატო ვაუჩერები: სტუდენტები, ტრენინგის ბოლოს, მიიღებენ ვაუჩერებს საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდისთვის, საბოლოო საკლასო შეფასების წარდგენის შემდეგ.

განაცხადების წარდგენის შემდეგ, სტუდენტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და გამოიყენონ BestInSkill პლატფორმა, რათა აკონტროლონ თავიანთი განაცხადის სტატუსი პროფესიონალურად და გამჭვირვალედ.


დაგვიკავშირდით:

gita@newhorizons.bg
ტრენინგები წარიმართება ონლაინ რეჟიმში